10:21 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-05 16:15:05, 1205 ნახვა

კომენტარი
კობახიძე - საარჩევნო ბლოკების გაუქმების მთავარი მიღწევა პარტიული სისტემის განვითარების ხელშეწყობა იქნება

„საარჩევნო ბლოკების გაუქმების მთავარი მიღწევა იქნება ის, რომ ხელს შეუწყობს საქართველოში პარტიული სისტემის განვითარებას, რასაც ვერ მივაღწიეთ 30 წლის განმავლობაში“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებათა პროექტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ბლოკი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია, რომელიც პარტიული სისტემის ჩამოყალიბებას ხელს უშლის.

„ბლოკი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის საქართველოში პარტიული სისტემის ჩამოყალიბებას, მათ შორის, აყალიბებს ძალიან მახინჯ სურათს. დღეს, საქართველოში არის 19 ე.წ.  კვალიფიციური პარტია. სინამდვილეში, საქართველოში კვალიფიციური პარტია შინაარსობრივად არის მაქსიმუმ 5-6. ამ 19 კვალიფიციური პარტიიდან ზოგიერთი უბრალოდ ქაღალდზე არსებობს, არის ერთკაციანი და ორკაციანი პარტიები. დღეს ვთქვი ნახევრად ხუმრობით, რომ არსებობს ერთკაციანი პარტიები და ორპარტიიანი კაცი. ეს არის სიმახინჯე, რომელსაც სჭირდება ცვლილება და ბლოკი არის მისი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი. ბუნებრივია, ეს უნდა დასრულდეს, რადგან ამომრჩეველსაც აქვს ინტერესი, რომ ერთხელ და სამუდამოდ შეიტყოს, რომელ პარტიას რა მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში. ეს დღეს არავინ იცის, რადგან სხვადასხვა მერკანტილური მიზნებისთვის იქმნებოდა საარჩევნო ბლოკები. არავინ არ იცის დღეს მაგალითად, რამდენი კაცი უჭერს მხარს კონკრეტულ ქაღალდზე დაწერილ პარტიას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
აშშ ფედერალურ დონეზე აღადგენს სიკვდილით დასჯის მეთოდს დახვრეტის გზით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics