10:21 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-05 16:01:45, 1247 ნახვა

კომენტარი
კახიძე: საბჭოთა მეთოდია, როდესაც დანაშაულს კი არ მოჰყვება რეაგირება, კონკრეტული ადამიანია სამიზნე

„თაროდან ჩამოაქვთ სისხლის სამართლის საქმეები იმ მოტივით, რომ კონკრეტულ სიტუაციაში ასეა საჭირო“, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ, სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობის დროს ფულის გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის გამოკითხვაზე შესაძლო დაბარებას.

კახიძე აღნიშნავს, რომ ეს საბჭოთა მეთოდია, როდესაც რეაგირება მოჰყვებოდა არა დანაშაულს, არამედ ამ დანაშაულის სიტუაციურ კონტექსტს.

"ამ შეკითხვებს "ევროპული საქართველო" მაშინ სვამდა, როდესაც კვირიკაშვილი და ქუმსიშვილი თანამდებობებზე იყვნენ, როდესაც ასეულობით მილიონის გაფლანგვასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები არსებობდა. დღეს, როცა ამოწევენ თემას, ეს არის საბჭოთა პროკურატურის მუშაობის კლასიკური მეთოდი, როდესაც დანაშაულს კი არ მოჰყვება რეაგირება, არამედ ადამიანი არის ხოლმე სამიზნე და მერე იმ ადამიანს ამოუწევენ ხოლმე თემას, რომელიც იქამდე თაროზე უდევთ. ფაქტია, რომ 1 წლის წინ იყო კვირიკაშვილი გამოკითხული და ერთი წლის მერე, ახლა მიდის კვირიკაშვილი გამოკითხვაზე მეორედ. როცა თანამდებობაზე იყო, ამ კითხვაზე პასუხი იყო "მიმდინარეობს გამოძიება". ვიმეორებ, დანაშაულს კი არ მოჰყვება გამოძიება, არამედ თაროდან ჩამოაქვთ სისხლის სამართლის საქმეები იმ მოტივით, რომ კონკრეტულ სიტუაციაში ასეა საჭირო", - განაცხადა ოთო კახიძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
აშშ ფედერალურ დონეზე აღადგენს სიკვდილით დასჯის მეთოდს დახვრეტის გზით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics