05:42 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-08 13:21:37, 942 ნახვა

მსოფლიო
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს კრიზისის დაძლევის გეგმა ჯერ არ წარუდგენია

ევროზონის ლიდერებმა საბერძნეთს კრიზისის დაძლევის ალტერნატიული გეგმის წარდგენისთვის დრო 7 ივლისამდე მისცეს, ევროკავშირის სრული სამიტი კი კვირასაა დაგეგმილი, თუმცა ალექსის ციპრასს  გეგმა ჯერაც არ წარუდგენია.

ევროპარლამენტის პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, შეთანხმების მიღწევისთვის მხოლოდ 4 დღეა დარჩენილი.

ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვიდა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრიც, რომელმაც თქვა, რომ ბერძენმა ხალხმა რეფერენდუმზე საკუთარი ნება დააფიქსირა, რასაც ყველამ პატივი უნდა სცეს.

მან ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ახალი შეთავაზების დეტალური შემუშავება, რომლის დახმარებითაც საბერძნეთი თავის პარტნიორებთან შეთანხმებას მიაღწევს და კრიზისს დაძლევს.

ევროკავშირის სამიტზე ევროზონის ფინანსთა მინისტრებმა საბერძნეთის მიერ შეთავაზებული გეგმა უნდა განიხილონ.

როგორც ევროკავშირის კომისიონერმა ეკონომიკაში, პიერ მოსკოვიჩმა BBC-ს განაცხადა, ევროზონის ლიდერებს არ სურთ, საბერძნეთმა ევროზონა დატოვოს, რადგან ეს ნეგატიურ გავლენას იქონიებს სხვა წევრი ქვეყნების ეკონომიკაზეც.

„იმისთვის, რომ საბერძნეთი ევროზონაში დარჩეს, მისმა მთავრობამ ახალი შემოთავაზება უნდა შეიმუშაოს. მათ იციან, რაც უნდა გააკეთონ და რას ველოდებით ჩვენ“, - აღნიშნა მოსკოვიჩმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics