|
2019-08-02 19:07:44, 1905 ნახვა
კომენტარი
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე: ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან ახალი პირობების წამოყენება ნორმალური არ არის
„ახალი პირობების გაჩენა უკვე გაფორმებულ ხელშეკრულებაში, ხელშეკრულებების ვალდებულებების შესრულების ნორმალური ფორმა არ არის“, - ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი ქარსელაძემ კითხვას ანაკლიის კონსორციუმის ახალ პირობაზე, რომლის თანახმად ანაკლიის პორტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოში ერთადერთი ღრმაწყლოვანი პორტი უნდა იყოს. ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ახალი პირობების მიღება და გათვალისწინება არა სახელმწიფოს ვალდებულება, არამედ კეთილი ნებაა. „ახალი და ახალი პირობები ჩნდება მოლაპარაკების პროცესში და აღნიშნული პირობა არის სულ ახალთახალი. შესაბამისად ჯერ ამ მიმართულებით კონკრეტული მსჯელობა და პასუხი არ არის. რა ვადაში იქნება პასუხი გაცემული, ცოტა არარელევანტური მეჩვენება, არ გავამარტივებდი ასე და კონკრეტულ თარიღზე არ დავზუსტდებოდი. ძალიან ბევრი ახალი პირობა ვადის გადაწევისას იქნა გათვალისწინებული, რომელზეც სახელმწიფომ უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა, სწორედ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელების მხარდაჭერის კუთხით. ახალი პირობების გაჩენა უკვე გაფორმებულ ხელშეკრულებაში, ხელშეკრულებების ვალდებულებების შესრულების ნორმალური ფორმა არ არის. ის კონკურსი, რომელშიც კონსორციუმმა გაიმარჯვა, კონკრეტულ პირობებზე იყო გამოცხადებული. ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ახალი პირობები, ეს არის ნორმა, რომელიც სავალდებულოა, რომ არსებობდეს და ნორმა, რომელიც სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. ნებისმიერი ახალი პირობის გათვალისწინება იქნება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან ამ პროექტის მხარდამჭერი ნაბიჯი და კეთილი ნება“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)