10:11 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-08 12:50:51, 337 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს აგრძელებს

ვაშინგტონში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა  ევროპის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველთანმაიკლ კარპენტერთან, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ჯონ ჰეფერნთან, ასევე, სენატორებთან-ჯონ კორნინთან(რესპუბლიკური პარტია) და ბენჯამინ კარდინთან(დემოკრატიული პარტია).

შეხვედრები ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივები, საგარეო საფრთხეები და  ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება  განიხილეს.

სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში დაფიქსირებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე. კერძოდ, დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სტრატეგიული კომუნიკაციის ეფექტიანი განხორციელების მნიშვნელობას.

შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის აქტუალურ საკითხებს, კერძოდ, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მომავალი სამიტისთვის მზადების პროცესსა და მოლოდინებს. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა სამიტის გადაწყვეტილებებში საქართველოს მიერ წარმატებით განხორციელებული რეფორმებისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის მიმართულებით დაფიქსირებული პროგრესის ადეკვატურად ასახვის მნიშვნელობას.

თავის მხრივ, ამერიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა და განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს საქართველოს მიერ საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში შეტანილი წვლილისათვის.

ამასთან, შეხვედრების მონაწილეებმა დაადასტურეს ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მზაობა ინტეგრაციის პროცესში მიღწეული შეთანხმებების განხორციელების მიმართულებით საქართველოსხელშეწყობის თაობაზე.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი 8 ივლისს ამერიკელ კონგრსმენებს და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდება. ასევე, დაგეგმილია მრგვალი მაგიდის ფორმატში დიკუსია ატლანტიკურ საბჭოში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics