|
2019-08-02 14:22:05, 1302 ნახვა
კომენტარი
პროკურორი არ აკონკრეტებს, დაიბარებენ თუ არა ნიკა გვარამიას ხელმეორედ გამოკითხვაზე
"რუსთავი 2"-ის საქმის პროკურორი ზვიად გუბელაძე არ აკონკრეტებს, დაიბარებენ თუ არა ტელეკომპანიის ტოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ხელმეორედ გამოკითხვაზე. პროკურატურის განცხადებით, დღეს საქმესთან დაკავშირებით დაისვა კითხვები, მიღებული პასუხების შესაბამისად კი დაიგეგმება სხვადასხვა საგამოძიებო ნაბიჯები. "გამოძიება მიმდინარეობს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხები მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე. და ასევე ქონების გადამალვის ფაქტზე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოიკითხა დღეს მოწმის სახით სასამართლოში ნიკა გვარამია. ეს პიროვნება გენერალური დირექტორი იყო რუსთავი 2-ის. ბუნებრივია რადგან პერიოდი ეხებოდა მისი მუშაობის პერიოდს მოხდა მისი გამოკითხვა. დაისვა შესაბამისი კითხვები და მივიღეთ პასუხები. ამ პასუხების შეფასებების შემდგომ დაიგეგმება სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. სხვა დეტალებთან დაკავშირებით ვერ მოგახსენებთ“, - განაცხადა ზვიად გუბელაძემ. ცნობისთვის, დღეს ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა. გამოკითხვა 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)