|
2019-08-02 12:57:17, 1210 ნახვა
კომენტარი
სალაძე გვარამიაზე: აუცილებელია, რომ ამ საქმემ პოლიტიკური ანგარიშსწორების ფორმა არ მიიღოს
„აუცილებელია, რომ ამ საქმემ პოლიტიკური ანგარიშსწორების ფორმა არ მიიღოს“, - ასე გამოეხმაურა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძე „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას. სალაძე მიიჩნევს, გამოძიებამ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს. „გამოძიებამ მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საზოგადოებას, თუ რა პროცესთან გვაქვს სინამდვილეში საქმე. აუცილებელია, რომ ამ საქმემ არ მიიღოს პოლიტიკური ანგარიშსწორების ფორმა, აუცილებელია ყველა კითხვაზე იყოს პასუხი გაცემული, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან და არ დაგვრჩეს შთაბეჭდილება, რომ ეს პროცესი ატარებდეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმის ნიშნებს და არა რეალურად სამართლებრივ საქმეს“-ამბობს სალაძე. ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოში მოწმის სტატუსით იკითხება. საქმე ეხება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას. გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მიღებულ იქნა სასამართლოს შესაბამისი განჩინებები „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.
თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს - ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები ციხეში
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)