11:58 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-01 16:49:00, 1778 ნახვა

კომენტარი
ადეიშვილი მიიჩნევს, რომ წინა ხელისუფლების დროს მარიხუანის ფლობისთვის ადამიანების დაჭერა დიდი შეცდომა იყო

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი მიიჩნევს, რომ წინა ხელისუფლებამ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც მარიხუანის მოხმარებისა და ფლობის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდნენ. 

როგორც ადეიშვილმა ნიკა გვარამიასთამ ინტერვიუში განაცხადა, მაშინდელი ხელისუფლება ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით მოქმედებდა. 

"არა. არ იყო ნორმალური. ეს იყო დიდი შეცდომა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ მერე შეიცვალა საერთაშორისო პრაქტიკაც. ჩვენ არ გვეყო იმდენი გამოცდილება, რომ სწრაფად დაგვეწყო (ნარკოპოლიტიკის) ლიბერალიზაცია. დღეს ძალიან ადვილია ამის თქმა და მარტივი ჭეშმარიტებაა - რა თქმა უნდა, მოხმარებაზე სრული დეკრიმინალიზაცია და მოქმედი კანონმდებლობით ისედაც არ ისჯება მომხმარებელი, მაგრამ შენახვისთვისაც არ უნდა ისჯებოდეს ადამიანი, თუ მარიხუანა მას პირადი მოხმარებისთვის აქვს იმის გამო, რომ საქართველოში არ გვქონდა სერიოზული ანალიტიკური ცენტრები, რომლებიც დაამუშავებდნენ და მოგცემდნენ ამ საკითხის ანალიზს, ჩვენ ვუყურებდით საერთაშორისო პრაქტიკას. ჩვენ ვუყურებდით, მაგალითად, როგორ იქცეოდნენ სამსართალდამცველი ორგანოები ამერიკასა და ევროპაში. არც ამერიკაში და არც ევროპაში, გარდა რამდენიმე ექსპერიმენტისა, ეს ასე არ იყო”, - განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა. 









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics