15:16 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-27 18:14:32, 2199 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - არაკეთილმოსურნეების მცდელობის მიუხედავად, ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონში მიმდინარე  მსხვილი საინვესტიციო პროექტები დაათვალიერა.

შპს „ეიერ-მერიდიანსი"  ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ აშენებს მრავალფუნქციურ კომპლექსს. ინვესტიციის მოცულობა - 40 მლნ. აშშ დოლარია. დასაქმდება 600 ადამიანი. კომპლექსში განთავსდება  600 აპარტამენტი,  230 ნომრიანი სასტუმრო საერთაშორისო ბრენდის ოპერირებით, 13 000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სარეკრეაციო ზონა და ავტოსადგომი მოეწყობა.

120 000 მლნ. ლარის ინვესტიციას ახორციელებს შპს ლაიქ ჰაუსი გმირთა ხეივანში,  UEFA-ს IV კატეგორიის სტადიონთან ახლოს.  აპარტ-ოტელის ტიპის საცხოვრებელ და სასტუმრო კომპლექსში, განთავსებული იქნება, "Holiday Inn" - ის ბრენდის 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო - და პრემიუმ კლასის აპარტამენტები. დასაქმდება 500 ადამიანი.

2022 წლის 19 ივნისს ექსპულატაციაში უნდა შევიდეს  შპს "ალიანს ფრივილიჯი"-ს  მრავალფუნქციური კომპლექსი რუსთაველის ქუჩაზე. ინვესტიციის მოცულობა - 80 მლნ. აშშ დოლარია. კომპლექსში განთავსდება 160  ნომრიანი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო მერიოტი და პრემიუმ-კლასის აპარტამენტები.  ამჟამად დასაქმებულია 150 ადამიანი, ექსპლუტაციაში მიღების შემდეგ მუდმივად დასაქმდება 500 ადამიანი.

ამ ობიექტების ჯამური ღირებულება არის 150 მილიონ დოლარზე მეტი, დასაქმდება 1600 ადამიანი.

"ბათუმმა ივნისის დასაწყისში მიიღო ძალიან პრესტიჟული ტურისტული ჯილდო, ივნისში ტურისტულმა ნაკადმა მოიმატა 38%-ით და სწორედ, ამ წარმატებების ფონზე, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რეგიონის ეკონომიკის განვითარებაზე პრაქტიკულად შტურმი მიიტანეს  ამ ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა.  ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, გვაქვს შესაბამისი გეგმა ცენტრალურ მთავრობასთან ერთად", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
ქართული ოცნება BBC-ის მესამე საჩივრით მიმართავს
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics