13:35 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-27 10:29:49, 1059 ნახვა

რეგიონი
გომში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა - კახაბერ საბანაძემ და ლევან კაკავამ,   საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში,  შიდა ქართლის რეგიონში, სოფელ გომში პოლიციის ახალი  შენობა გახსნეს.  მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.  ღონისძიებას შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილიც დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ გომში, პოლიციის შენობის არ არსებობის გამო, პოლიციელებს მორიგეობა ავტომობილებში უწევდათ, რაც მათ მდგომარეობას გაუსაძლისს ხდიდა. პოლიციის ახალი შენობა 15 თანამშრომელზეა გათვლილი. მოწყობილია დეტექტივებისა და გამომძიებლების სამუშაო სივრცე, დასაკითხი, ამოსაცნობი და ნივთმტკიცების ოთახები. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

შინაგან საქმეთა მინისტრის  პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე,  შენობის დათვალიერების შემდეგ, ამავე განყოფილების თანამშრომლებს  გაესაუბრა  და სისტემური განახლების ფარგლებში  მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, რეფორმების ფარგლებში, მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, მათ შორისაა  ბინათმშენებლობა და ახალი საპოლიციო ინფრასტრუქტურის შექმნა. უკვე ფუნქციონირებს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე საპოლიციო სერვისცენტრი - საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი, ასევე, დასრულებულია ბათუმში - საერთაშორისო სტანდარტების საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ახალი შენობა, ხონის პოლიციის შენობა, პოლიციის ახალი შენობა თბილისში - გოგოლის ქუჩაზე, პოლიციის ახალი შენობა ბოლნისში,  სრულად გარემონტებულია დროებითი მოთავსების რამდენიმე იზოლატორი და სხვ.

მხოლოდ 2018 წელს, შიდა ქართლის რეგიონს, სწორედ საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, 28 ავტომანქანა, მათ შორის 20 მაღალი გამავლობის, რთულ რელიეფურ პირობებზე მორგებული ავტომობილი და 223 სამხრე კამერა გადაეცა.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ სამარის რეგიონში მდებარე „ტატნეფტის“ მსხვილ ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა
ყირიმში დრონების თავდასხმის შემდეგ ელექტროენერგია და ინტერნეტი გაითიშა
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics