|
2019-07-26 19:37:05, 3681 ნახვა
კომენტარი
ხაზარაძე: პროკურორს 5-წუთიანი ბრიფინგით შეუძლია ქვეყნის ეკონომიკას ცელი გამოუსვას და ამაზე პასუხისმგებლობა არ იგრძნოს
"დღეს კარგად დავინახე, რომ ქვეყანა ჭაობშია",- ამის შესახებ "თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ხაზარაძემ პროკურატურის მუშაობა ნეგატიურად შეაფასა და აღნიშნა, რომ საგამოძიებო უწყება უცოდინრობის პიკზეა. "არის ასეთი გამოთქმა, ზოგი ჭირი მარგებელია. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, არ ვიცი, ალბათ უფრო საბედნიეროდ, დღეს ვიყავი აქ და კარგად დავინახე, თუ რა ჭაობშია ქვეყანა. ამას მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, როგორც "თიბისი ბანკის" თავმჯდომარე ან ანაკლიის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე. მანამდე თავშეკავებული ვიყავი შეფასებებში, გამომდინარე იქიდან რომ ჩემს უკან მთელი სტრუქტურა დგას, ათასობით თანამშრომელი, ბანკი, პარტნიორი. ამიტომ ყოველთვის ვცდილობდი არ გადამელახა ზღვარი, არ მეთქვა ის რაც გულში მქონდა. მნიშვნელოვანია შენი პოზიციის და აზრის გამო, ვინმეს ინტერესი არ დააზიანო. დღეს, დავინახე სრული ჭაობი და კარგია, რომ ეს საკუთარ თავზე შევიგრძენი. მე დავინახე უცოდინრობის პიკი პროკურატურის მხრიდან. მე ეს ადამიანები გულრწფელად მეცოდებიან. ერთ-ერთი გოგონა, პროკურორი, რომელსაც შეუძლია 5-წუთიანი ბრიფინგით საქართველოს ეკონომიკას ცელი გამოუსვას და მილიარდობით ზარალი მიაყენოს, ამაზე სირცხვილის გრძნობა არ აქვს და მას და მის ხელმძღვანელებს არავინ არ მოსთხოვს პასუხს", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს - ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები ციხეში
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)