15:20 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-26 17:06:03, 1559 ნახვა

რეგიონი
ფორბსისა და კოსმოპოლიტანის ჟურნალისტები აჭარის შესახებ სტატიებს ამზადებენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს ფორბსის, კოსმოპოლიტანისა და რეიტინგული ყაზახური ონლაინგამოცემა „ტენგრი ნიუსის“ ჟურნალისტები სტუმრობენ.

ცნობილი გამოცემების ჟურნალისტები რეგიონში მოგზაურობის შესახებ სტატიებსა და რეპორტაჟებს ამზადებენ. დღეს ისინი ბათუმის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და ინფრასტრუქტურას ეცნობიან. სამდღიანი ტურის განმავლობაში კი ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, მტირალას ეროვნულ პარკს, გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმსა და ქედის ტურისტულ მარშრუტს ეწვევიან. რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ მომზადებული სტატიები და რეპორტაჟები ბელარუსში, ყაზახეთსა და უკრაინაში აგვისტოს დასაწყისში გამოქვეყნდება.

„ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის ვაჩვენოთ პოტენციურ ტურისტებს სტატიებით, რეპორტაჟებით, ბლოგებითა თუ სხვადასხვა სარეკლამო საშუალებებით, რომ ჩვენთან დასვენება არის უსაფრთხო, ტურისტულად მრავალფეროვანი და საინტერესო. კოსმოპოლიტანისა და ფორბსის შემდეგ ჩვენ ველოდებით ჟურნალისტებს ვოგიდან, L’Officiel- დან, ZOE Magazine- დან და სხვა ცნობილი გამოცემებიდან. ჩვენი ორგანიზებით ბოლო ერთ თვეში  რეიტინგულ მედიასაშუალებებში აჭარის შესახებ მომზადებული 40-მდე სტატია, რეპორტაჟი და ბლოგი გამოქვეყნდა და ეს პროცესი ბუნებრივია გაგრძელდება,' განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

დეპარტამენტის ორგანიზებით აჭარაში წელს სამიზნე ქვეყნებიდან რეიტინგული მედიისა და ტურისტული კომპანიის 370-ზე მეტმა წარმომადგენელმა იმოგზაურა. დეპარტამენტი ჟურნალისტების მოწვევას რეგიონში წლის ბოლომდე გააგრძელებს.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
ქართული ოცნება BBC-ის მესამე საჩივრით მიმართავს
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics