08:29 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-07 13:34:38, 442 ნახვა

პოლიტიკა
ეროვნულმა ბანკმა „თბილისი 2015“-ის აღსანიშნავად, საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის მონეტა გამოუშვა

დღეიდან, საქართველოს ეროვნული ბანკი ოლიმპიური ვერცხლის მონეტის - „თბილისი 2015“ რეალიზაციას იწყებს.

პრეზენტაცია ეროვნულ ბანკში გაიმართა.

ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ საზოგადოებას პირადად წარუდგინა 10 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა სპეციალურად ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის აღსანიშნავად, საკოლექციო დანიშნულებით გამოუშვა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 10 ლარის ნომინალის, 15.50 გრამიანი მონეტა 925 სინჯის ვერცხლისგან არის დამზარებული.

მონეტის ესკიზის ავტორია მხატვარ-დიზაინერი მამუკა გონგაძე. მონეტების დიზაინის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ფესტივალის ემბლემა და სპორტის ოლიმპიური სახეობების ამსახველი პროგრამები.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური ფესტივალის ლოგო მონეტებზე დატანილია ფერში, საღებავების გამოყენებით, რაც მამუკა გონგაძის განცხადებით, თავის მხრივ წარმოადგენს, როგორც ტექნოლოგიურ სიახლეს, ისე ახალ სიტყვას საქართველოში საკოლექციო დანიშნულების მონეტების გამოშვების ტრადიციების განვითარების საქმეში. მონეტის რევერსზე გამოსახულია ევროპის რუქა, ოლიმპიური კომიტეტის ლოგო და ეროვნული ბანკის მიერ ახლახან შემუშავებული, ეროვნული ვალუტის ამსახველი სიმბოლო.

„ეს არის ქართული ნუმიზმატიკის ისტორიაში პირველი მონეტა, რომელზეც ფერითი გამოსახულებაა დატანებული. მეორე მხარეს გამოსახულია ევროპის რუქა, ვინაიდან ეს ევროპული თამაშებია და საქართველო იდენტიფიცირდება, როგორც ევროპის ნაწილი. დატანებულია საქართველოს სახელმწიფო დროშა“, - აღნიშნა გონგაძემ. მონეტა პოლონეთის ზარაფხანაში (Mennica Polska, პოლონეთი) მოიჭრა და რეალიზაციაში სამიათასიანი ტირაჟით გავა.

მონეტის სარეალიზაციო ფასი 65 ლარია და მათი შეძენა შესაძლებელი იქნება დღეიდან, როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ონლაინ მაღაზიის მეშვეობით.

„ვფიქრობთ, ეროვნული ბანიკის ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს, ამ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებაზე ჩვენი სახელმწიფოსა და ქართული სპორტის უკეთ წარმოჩენას. ამასთან, მონეტები კარგი სასაჩუქრე და სამახსოვრო ნივთი იქნება, როგორც სპორტის მოყვარულებისთვის, ისე ქალაქის ვიზიტორთათვის“, - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics