21:19 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-25 15:52:20, 1643 ნახვა

კომენტარი
ხმალაძე: მერიას რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგეგმილი არ აქვს

თბილისის მერიას რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგეგმილი არ აქვს და შესაბამისად, ეს ვერც გახდება გამოხატვის თავისუფლებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი, - ასე უპასუხა  ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტების კითხვას იმის თაობაზე, უშლის თუ არა პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ  პარლამენტის წინ კარვის გაშლა დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. 

ვიცე-მერის განმარტებით, თუ რაიმე შეკეთებითი სამუშაო დაიგეგმება და მაჩალიკაშვილის პროტესტი ხელს შეუშლის, შესაბამისი კომუნიკაცია შედგება.

"მერიას რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგეგმილი არ აქვს და შესაბამისად, ეს ვერც გახდება გამოხატვის თავისუფლებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი. გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია ჩვენს ქვეყანაში და ამის შეზღუდვა არ შეუძლია არც თბილისის მერიას და არცერთ სახელმწიფო დაწესებულებას. გამოხატვის თავისულებას აქვს თავის ფორმა და კანონის ფარგლებში უნდა განხორციელდეს. მე შემიძლია გითხრათ რა ჰქონდათ ალბათ მხედველობაში. მხედველობაში ექნებოდათ შეკეთებითი სამუშაოები, რომელიც მუდმივად ხორციელდება არამხოლოდ რუსთაველზე, მთელ ქალაქში. შეიძლება იქაც არის და რა თქმა უნდა, თბილისის მერია ამას უზრუნველყოფს, თუ ხელს შეგვიშლის ეს პროცესი, მოხდება შესაბამისი კომუნიკაციის გზით ამ პროცესის დარეგულირება. ამ ეტაპზე, მერიის მხრიდან, რაიმე ხელის შემშლელი გარემოება სიტყვის თავისუფლების გამოხატვის მიმართ არ არსებობს“,-ამბობს ირაკლი ხმალაძე. 

შეგახსენებთ, რომ პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს პოლიციამ პარლამენტის წინ კარვის გაშლის უფლება დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების მოტივით არ მისცა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამხრეთ აფრიკაში საქართველოში ექსპორტისთვის განკუთვნილი ბაობაბების საქმეზე საქმე აღიძრა
ტაშკენტში საერთაშორისო ბიზნესგამოფენა "საქართველო – უზბეკეთი აბრეშუმის გზა" გაიმართა
თორნიკე რაზმაძე - 3 000 ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის AI in Finance Awards-ის ფარგლებში ფინანსური ინკლუზიურობის ჯილდო მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics