|
2019-07-24 18:44:37, 1647 ნახვა
კომენტარი
თურნავა: განვსაზღვრეთ სფეროები, სადაც სინერგიის გზით დავაჩქარებთ ინვესტიციების მოზიდვას
ჩვენი სამინისტრო არა მხოლოდ ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებელი, არამედ სახელმწიფო სერვისების გამცემი უწყებაცაა. ამიტომ ანალიზის შედეგად განვსაზღვრეთ რამდენიმე სფერო, სადაც სინერგიისა და ინტეგრირების გზით წავედით და მიგვაჩნია, რომ ამით, რომ დავაჩქარებთ ინვესტიციების მოზიდვის პროცესს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე. მინისტრის განცხადებით, „ერთი ფანჯრის პრინციპი" არ არის ლოზუნგი. ჩვენ ვამუშავებთ ინტეგრირებული ნებართვებისა და ლიცენზიების კონცეფციას, რომელიც ბიზნესს შეუმცირებს ურთიერთობას სახელმწიფოსთან ნებართვების მიღების კუთხით და დაეხმარება, უფრო სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება ინვესტიციის განხორციელების მიმართულებით. ნათია თურნავამ რამდენიმე სერვისის სინქრონულად გაცემის შესაძლებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საბადოების დამუშავების ლიცენზიების მიღების პარალელურად პირი, რომელიც მოიპოვებს ლიცენზიას, ექნება უფლება პირდაპირი შესყიდვის ფორმით გამოისყიდოს მიწაც. მსგავსად, ერთიანი პაკეტით იქნება შესაძლებელია სახელმწიფო მიწის შესყიდვასთან ერთად სამშენებლო ნებართვის მიღებაც, რომელიც ინვესტორს მისცემს შესაძლებლობას უკეთ გათვალოს თავისი საინვესტიციო ვალდებულება. მსგავსი მიდგომა იქნება ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის კუთხითაც - გაიცემა ერთიანი მემორანდუმი, სადაც გაერთიანდება ინვესტორის უფლება მიწაზე და ენერგოობიექტზე სამშენებლო ნებართვა. მინისტრის განცხადებით, ასევე განხორციელდა სახელმწიფო სერვისების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და ვადების ოპტიმიზაცია. მან ასევე ყურადღება გაამახვილა სერვისების გაციფრულების პროგრამაზე, რომელიც წარმატებით ხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შემავალ სსიპ-ებში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც მინისტრმა გაამახვილა ყურადღება, ბიზნეს სახლის ვირტუალურ ვერსიაც შეეხებოდა. ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული სერვისების მიღების შესაძლებლობა შესაძლებელი იქნება საქართველოს ყველა დასახლებულ პუნქტში.
(NS)
სამხრეთ აფრიკაში საქართველოში ექსპორტისთვის განკუთვნილი ბაობაბების საქმეზე საქმე აღიძრა
ტაშკენტში საერთაშორისო ბიზნესგამოფენა "საქართველო – უზბეკეთი აბრეშუმის გზა" გაიმართა
თორნიკე რაზმაძე - 3 000 ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის AI in Finance Awards-ის ფარგლებში ფინანსური ინკლუზიურობის ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)