|
2015-07-06 20:45:53, 444 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ და შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის საბოლოო დეტალები განიხილეს. შსს-ს ინფორმაციით, ფუნქციების გამიჯვნა, ანგარიშვალდებულების მექანიზმები, ანტიტერორისტული და ანალიტიკური ფუნქციების შემდგომი გაძლიერება და მხარდაჭერა, ასევე სხვა მიმართულებები იყო განხილვის საგანი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, რომელსაც შსს-ს მხრიდან რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ბერაია, იურიდიული სამმართველოს ხელმძღვანელი ზვიად ოქროპირიძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელი ნინო გახარია ესწრებოდნენ. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ნატო-სთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)