|
2015-07-06 16:54:58, 401 ნახვა
პოლიტიკა
დავით საგანელიძე: პოლიტიკოსები ბავშვების აღზრდის თემაში ნაკლებად უნდა ჩაერიონ
„მე მათ ვთხოვდი, რომ პოლიტიკოსები ბავშვების აღზრდის თემაში ნაკლებად ჩაერიონ“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით საგანელიძე უკრაინის მთავრობისა და ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, თბილისში 13 ივნისს სტიქიით დაზარალებული ოჯახების ბავშვების ოდესაში უფასოდ დასვენებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ქართველი ბავშვები უკრაინაში უნდა ჩადიოდნენ, უკრაინელები კი, საქართველოში, თუმცა, ამაში პოლიტიკოსები არ უნდა ერეოდნენ. “უკრაინის მთავრობის გარკვეული ნაწილი არ კმაყოფლდება იმით, რომ საქართველოს პარლამენტის გარკვეული ნაწილი მიჰყავს უკრაინაში, ნოტაციებს უკითხავს და ამეცადინებს - ალბათ დაფასთან, ზოგი შეიძლება კუთხეშიც დააყენოს. ახლა გადაწყვიტეს, რომ ბავშვები წაიყვანონ. მე მათ ვთხოვდი, რომ პოლიტიკოსები ბავშვების აღზრდის თემაში ნაკლებად ჩაერიონ და ეს მიანდონ მათ, ვისაც ეს ევალება. ქართველი ბავშვები უნდა ჩავიდნენ უკრაინაში, ისევე როგორც უკრაინელი ბავშვები უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში და ჩვენ, პოლიტიკოსები ნაკლებად უნდა ვერეოდეთ ამაში. თამაშს, თითქოს უკრაინის ზოგიერთი მოქალაქე და გუბერნიის ზოგიერთი ხელმძღვანელი ბავშვებზე ზრუნავს... მას შეიძლია ჩაიყვანოს პარლამენტის თავისი წევრები, რაც ძალიან სამარცხვინო ფაქტია და ამეცადინოს რაშიც გაუხარდება”, - აღნიშნა საგანელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)