|
2019-07-20 10:32:18, 3186 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძემ სავაჭრო საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს გაერთიანებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის ხელმძღვანელობით სავაჭრო საკითხებზე მომუშავე და DCFTA - ის საკონსულტაციო საბჭოების გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე მოხსენებები გააკეთეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და USAID „მმართველობა განვითარებისთვის" პროექტის ხელმძღვანელი ნატალია ბერუაშვილი. საბჭოს წევრებმა მოისმინეს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მოადგილის რატი ობოლაძის პრეზენტაცია სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის პროექტის შესახებ. გარდა ამისა, გაეცნენ ევროკავშირის ახალი და გლობალური მიდგომის დირექტივების - ელექტრომაგნიტური თავსებადობისა (EMC) და დაბალი ძაბვის შესახებ (LVD) რეგულაციის გავლენის შეფასების შედეგებს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კერძო და საჯარო დიალოგი შედგეს მანამდე, სანამ რეგულაციები ამოქმედდება. სათამაშოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე იქნება მიღებული, ჩვენ უკვე ჩავატარეთ კონსულტაციები კერძო სექტორთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მოვისმინეთ მათი შეხედულებები და გავითვალისწინეთ. ანალოგიურად ვგეგმავთ პროცესის წარმართვას სხვა სახის საქონლის მიმართ, რომელთაც ბაზარზე ზედამხედველობა შეიძლება შეეხოთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ. პრეზენტაციების შემდეგ, სავაჭრო საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა დისკუსია გამართეს.
(NS)
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)