|
2019-07-18 13:36:54, 1117 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: სამართლიანობის თემასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით, ხელისუფლებისთვის მისაღები იქნებოდა. აღსრულების პროცედურის დაწყების პროგნოზებისგან გია ვოლსკი თავს იკავებს და აღნიშნავს, რომ ეს ქიბარ ხალვაშის გადასწყვეტია. „სტრასბურგის გადაწყვეტილება, ჩვენთვის იქნებოდა ყველა შემთხვევაში მისაღები, როგორი ფინალიც არ უნდა ჰქონოდა ამ განხილვას. ამჯერად დადასტურდა ის, რომ შეჩერების მექანიზმი დღის წესრიგიდან მოიხსნა, დადასტურდა ისიც, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისარგებლა მოსარჩელე მხარემ. სამართლიანობის თემასთან დაკავშირებით აქ კითხვები არ არსებობს. ისიც ხაზგასასმელია, რომ მოსამართლეთა რაოდენობიდან, თუ შევადარებთ ციფრებს, მხოლოდ ერთ პუნქტში, მხოლოდ ერთი მოსამართლე, ვინც თავიდან გადაწყვეტილება მიიღო შეჩერების თაობაზე, იყო წინააღმდეგი, დანარჩენი 6 მოსამართლე ემხრობა ყველა პუნქტს. პრაქტიკულად, სახელმწიფოს და რუსთავი 2-ს შორის დავა დასრულდა იმით, რომ ყველა პუნქტში სახელმწიფო იქნა მართებულად ცნობილი, ეს არის ფაქტი. არის კიდევ თემები, რომელიც ზუსტად ახასიათებს იმ პერიოდს როდესაც ქონების წართმევა და წაგლეჯვა იყო ჩვეულებრივი პრაქტიკა. იგივე ვაზაგაშვილის თემასთან დაკავშირებით სასამართლომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ დარღვეული იყო სიცოცხლის უფლება და წამების საკმაოდ მძიმე ფაქტიც დაადასტურა. ამ შემთხვევაში, ხელისუფლება გამტყუნდა, მაგრამ ეს ის ხელისუფლებაა, რომელმაც ეს დანაშაულებები თავის დროზე ჩაიდინა. რაც შეეხება აღსრულების პროცედურას, პროგნოზები მერე გავაკეთოთ - ეს ქიბარ ხალვაშის უფლებაა, როცა უნდა მაშინ დაიწყოს აღსრულების პროცედურა, ეს მისი გადასაწყვეტია“, - აცხადებს გია ვოლსკი. შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)