23:00 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-18 13:03:06, 1317 ნახვა

კომენტარი
სააკაშვილი: რაც ვერ მიჰქონდა ივანიშვილს, იყო „რუსთავი 2“, ახლა კი, მიაქვს - ბოლომდე ბრძოლას ვაპირებ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე სტასბურგის სასამართლოს გამოეხმაურა. 

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ტელეკომპანიის ხელში ჩაგდება სურს. ყოფილმა პრეზიდენტმა სხვაასხვა პოლიტიკურ პარტიებს საერთო მობილიზაციისკენ მოუწოდ. 

"ივანიშვილს მიაქვს მთელი საქართველო, მან უკვე წაიღო და ჯიბეში ჩაიდო პრაქტიკულად მთელი ქართული ბიზნესი, მთელი ბიუჯეტი, საქართველოს მიწები, საქართველოს ტყეები, მთლიანად ჩაიგდო ხელში სასამართლო სისტემა და მთლიანად ჩაიგდო ხელში პროკურატურა, სამართალდამცავი სტრუქტურები, მმართველობის უკლებლივ ყველა რგოლი. ივანიშვილი კლავს საქართველოს და ანადგურებს ქართული ერის იდეას. რაც ვერ მიჰქონდა ივანიშვილს იყო „რუსთავი 2“, ახლა ივანიშვილს ის მიაქვს. მეგობრებო, მინდა გკითხოთ, რა არის თქვენი გადაწყვეტილება? წყნარად დავდგეთ და შევეგუოთ იმას, რომ ჩვენ ვკარგავთ ჩვენს სამშობლოს, საქართველოს თუ ამოვიღოთ ხმა და დავდგეთ ერთად, მოვაშოროთ ეს საზიზღრობა საქართველოს მმართველობას და გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. აღარ არის საუბარი პარტიებზე, პოლიტიკოსებზე, გვინდა, რომ გვქონდეს ქვეყანა, გვინდა, რომ გვქონდეს სამშობლო და გვინდა, რომ საბოლოოდ ჩავაბაროთ საქართველოს დაუძინებელ მტერს? მე არ ვაპირებ გაჩერებას და მე არ ვაპირებ ამაზე შეგუებას, მე ვაპირებ ბოლომდე ბრძოლას თქვენთან ერთად. დარწმუნებული ვარ, საქართველოს საუკეთესო შვილები აპირებენ ბოლომდე ბრძოლას ამ უბედურებასთან. მოგიწოდებთ მობილიზაციისკენ. ახლა სსაგანგებო სიტუაციაა. გვერდზეე გადავდოთ შვებულებები, დასვენები და გეგმები და დავაყენოთ სამშობლო ჩვენზე მაღლა. ბნელეთის ძალებმა საბოლოოდ არ უნდა ჩაიგდონ ხელში საქართველო", - განაცხადა სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში. 









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics