|
2019-07-18 12:54:12, 1985 ნახვა
სამართალი
იუსტიციის მინისტრი: „რუსთავი 2“-ის საქმეზე დავა სრულად სახელმწიფოს სასარგებლოდ დასრულდა
„რუსთავი 2“ საქართველოს წინააღმდეგ“, ამ საქმეზე სრულად სახელმწიფოს სასარგებლოდ დასრულებულია დავა პალატის დონეზე“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრმა განმარტა, თუ რა დადგინა ევროპული სასამართლოს 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ. „რუსთავი 2“ საქართველოს წინააღმდეგ“, ამ საქმეზე სრულად სახელმწიფოს სასარგებლოდ დასრულებულია დავა პალატის დონეზე. 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ ევროპული სასამართლოსი გადაწყვიტა დაადგინა შემდეგი. ერთხმად დაადგინა, რომ აღარ არსებობს 2017 წლის მარტში გამოყენებული შეჩერების ღონისძიების მიზანშეწონილობა და ის არის მოხსნილი. დაუშვებლად ცნო „რუსთავი 2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა. დაუსვებლად ცნო, როგორც დაუსაბუთებელი ძმები ყარამანიშვილებისა და „ტევე საქართველოს“ საჩივარი საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით. ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა ძმები ყარამანიშვილებისა და „ტევე საქართველოს“ სასამართლოს უფლება, რაც უკავშირდება მოსამართლე ნინო გვენეტაძეს. ერთხმად დაუსვებლად ცნო სამივე მომჩივანის სამართლიანი სასამართლოს ნაწილში არაერთი პრეტენზია. ექვსი ხმით, ერთის წინაღმდეგ დაადგინა, რომ არ დარღვეულა ძმები ყარამანიშვილებისა და „ტელე საქართველოს“ სამარლიანი სასამართლოს უფლება. რაც შეეხებათ, მოსამართლეებს, ურთმელიძესა და თოდუას, ერთხმად დადგინდა, რომ არ არსებობს, ამ საქმეზე საჩივრის განხილვა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის ჭრილში. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე ნათქვამია, რომ განხილულ იქნა მომჩივანი მხარის აცილების მოთხოვნა მოსამართლე ლადო ჭანტურიასადმი და ის უარყოფილ იქნა, როგორც „სრულიად დაუსაბუთებელი“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)