2019-07-17 18:20:21, 1879 ნახვა
კომენტარი
გახარია: მიუღებელია ის ზეწოლა და ბულინგი, რაც ინგა გრიგოლიაზე ხორციელდებოდა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მადლობას უხდის.
როგორც მინისტრმა პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, მისთვის კატეგორიულად მიუღებელი ის ზეწოლა, რაც ინტერვიუს შემდეგ ჟურნალისტზე ხორციელდებოდა.
„მინდა მხარი დავუჭირო ქალბატონ ინგა გრიგოლიას. ჩემთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო მასთან ეთერში მისვლა. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზეწოლა, ჩვეულებრივი ბულინგი, რომელსაც მასზე ახორციელებდნენ. მე მინდა მას მადლობა გადავუხადო მწვავე დისკუსიისთვის, რომლის დროსაც მე მქონდა საშუალება, ჩემი აზრი გამომეთქვა, ზოგჯერ მწვავე კამათში“, - განაცხადა გახარიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,