19:43 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-16 17:24:28, 1786 ნახვა

საზოგადოება
დღეიდან 35 დასახელების მედიკამენტების ყიდვა გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს 1 ლარად შეეძლება

დღეიდან 6 ქრონიკული დაავადების მკურნალობისთვის საჭირო 35 დასახელების მედიკამენტების ყიდვა პენსიონერებს, შშმ პირებსა და სხვა ჯგუფებს 1 ლარად შეეძლებათ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

პრემიერის ინფორმაციით, ეს გულსისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, დიაბეტის, ეპილეფსიის და პარკინსონის დაავადებებია.

„ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეულ გამოწვევად რჩება ის ფაქტი, რომ ჩვენი მოქალაქეების ე.წ. ჯიბიდან გადახდილი ხარჯები მედიკამენტებისთვის არის ძალიან მაღალი და ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით, რომ ეს პრობლემა მოგვეგვარებინა. დღეს მთავრობის სხდომაზე გამოგვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა  - ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში შეგვაქვს ცვლილება. დღეიდან, არსებული დიფერენცირება იხსნება და სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად ყველა ჯგუფს - პენსიონერებს, შშმ პირებს და სხვა ჯგუფებს შეეძლებათ მედიკამენტების შეძენა 1 ლარად. საუბარია 35 დასახელების მედიკამენტებზე, რომელიც მოიხმარება 6 ქრონიკული დაავადებისას, - ეს გახლავთ გულსისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, დიაბეტის, ეპილეფსიის და პარკინსონის დაავადებები. მე საზოგადოებას ვპირდები, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მედიკამენტებისთვის ჯიბიდან გაღებული თანხები იყოს მინიმალური“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაუწყებლებს, რომლებსაც საინფორმაციო გამოშვება არ აქვთ, უცხოური დაფინანსების მიღება აღარ აეკრძალებათ
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics