|
2019-07-16 16:08:45, 1311 ნახვა
საზოგადოება
Euromoney-მა „თიბისი ბანკი“ 2019 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა
„თიბისი ბანკი“ ჟურნალმა „ევრომანი“ წარჩინების დაჯილდოების ცერემონიალზე 2019 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა. ეს ჯილდო თიბისი ბანკის უწყვეტი ძალისხმევის შედეგია საქართველოში კლიენტებისათვის უმაღლესი სტანდარტის მომსახურების გაწევის და რეგიონში საუკეთესო მრავალარხიანი შესაძლებლობების განვითარების და ამავე დროს, საუკეთესო თანმიმდევრული ფინანსური შედეგების მიღწევის თვალსაზრისით. ვახტანგ ბუცხრიკიძემ, „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, აღნიშნა: „ვამაყობთ „ევრომანის“ ამ ჯილდოს მიღებით, რაც არის ბაზარზე ჩვენს მიერ დაკავებული წამყვანი პოზიციების და ძლიერი ფინანსური შედეგების აღიარება. ჯილდო ხაზს უსვამს ჩვენი გუნდის დაუღალავ მუშაობას გამორჩეულად კარგი შედეგების მისაღწევად და ჩვენს კლიენტებთან გრძლვადიანი ურთიერთობების დასამყარებლად მათთვის უმაღლესი კლასის ფინანსური მომსახურებებისა და პროდუქტების შეთავაზების გზით“. 2011 წლიდან მოყოლებული თიბისი ბანკი ევრომანის მიერ რვაჯერ დასახელდა საუკეთესო ბანკად საქართველოში. „არაჩვეულებრივი შედეგების კიდევ ერთმა წელიწადმა თიბისი ბანკს კიდევ ერთხელ მოუტანა ეს ჯილდო საქართველოს მასშტაბით. შარშან, თიბისი ბანკმა შექმნა პირველი სრულად ციფრული ბანკი საქართველოში, Space-ი რომელიც ადგილობრივად, თიბისი ბანკის მიერ შეიქმნა სულ რაღაც 15 თვის განმავლობაში. ბანკმა ასევე დაიწყო კერძო ციფრული ეკოსისტემების შექმნა კლიენტებთან ურთიერთობების გასაღრმავებლად. ამავე დროს, ბანკმა შეინარჩუნა ძლიერი პოზიციები შთამბეჭდავი მომგებიანობისა და დაკრედიტების ფონზე. შესაბამისად, ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 250-ში შესულმა კრედიტორმა კვლავ მოახერხა ბაზრის დომინანტის პოზიციისა და ტექნოლოგიური უპირატესობების გამოყენება“, - ნათქვამია „ევრომანის“ ოფიციალურ განცხადებაში. „ევრომანი“ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი პერიოდული გამოცემაა, რომელიც უკვე 50 წელია, რაც საერთაშორისო ფინანსურ მიმოხილვას გვთავაზობს. ბოლო 12 თვის განმავლობაში ჟურნალმა სხვადასხვა ქვეყნის ბანკების გენერალური დირექტორების, ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების 100-მდე ინტერვიუ გამოაქვეყნა. „ევრომანის“ მიერ დაწესებული „ჯილდო წარჩინებისთვის“ მეტად მნიშვნელოვანია წარმატებული ბანკებისა და ბანკირებისთვის. ჯილდო, რომელიც რამდენიმე ნომინაციას მოიცავს, 1992 წელს დაარსდა, რაც პირველი ამგვარი პრეცედენტი იყო გლობალურ საბანკო ინდუსტრიაში. წელს „ევრომანის“ დაჯილდოვების პროგრამაში სულ 1500-მდე აპლიკაცია შემოვიდა. ნომინაციები მოიცავს 20 გლობალურ, 50 რეგიონულ და 100-მდე ნაციონალურ ჯილდოს.
(R)
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)