2019-07-16 15:51:35, 1685 ნახვა
საზოგადოება
„დაიღალე პუტინისგან?! დაისვენე საქართველოში“ - რუსმა ტურისტებმა პარლამენტთან აქცია გამართეს
საქართველოში მცხოვრებმა რუსეთის მოქალაქეებმა და ტურისტებმა პარლამენტთან აქცია გამართეს.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ისინი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერენ.
ამასთან, დემოსტრანტებს ადგილზე სხვადასხვა სახის ბანერები აქვთ მიტანილი: „ჩვენ არ ვართ გავრილოვები“, „პუტინი ოკუპანტია“, "მხარს ვუჭერთ საქართველოს" და სხვა.
ფოტო: ზუკა ბერძენიშვილი
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან