19:01 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-16 13:09:00, 907 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია სპორტსმენებს სპორტის 21 სახეობაში შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფს

თბილისის მერია სპორტსმენებს, სპორტის 21 სახეობაში შესაბამისი ინვენტარითა და ეკიპირებით უზრუნველყოფს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით,  პროგრამის ფარგლებში, სოციალური მიზნების განხორციელებაზე ორიენტირებული სპორტული კლუბები და ფედერაციები დაფინანსებას მიიღებენ.

„სპორტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება ჩვენთვის. თბილისის მერია უკვე მეორედ ახორციელებს სპორტის  მხარდაჭერის პროგრამას, რომელიც გულისხმობს  სპორტის 20-ზე მეტ სახეობაში  სპორტსმენების ეკიპირებით  უზრუნველყოფას. ამ ადამიანებს სჭირდებათ  მუდმივი  მხარდაჭერა ჩვენგან და დედაქალაქის მერიაც მზად არის,   მათ მაქსიმალურად  შეუწყოს ხელი.   თბილისის მერია  შარშანაც ძალიან აქტიურად ახორციელებდა სპორტულ პროექტებს და მხარს უჭერდა სპორტსმენებს.  ეს მიდგომა გრძელდება და ასე იქნება მომდევნო წლების განმავლობაშიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics