|
2019-07-16 10:56:04, 1769 ნახვა
სამართალი
გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებული ოთხი პირიდან ერთი, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებული „ვიტ ჯორჯიას“ 4 ფეხბურთელიდან ერთი ლაშა ჩაფიძე სასამართლომ 10 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. პროკურორის, ირაკლი მარშანიას განცხადებით, ვახტანგ ჯაყელი, ირაკლი ხუჭუა და ნიკა დაოშვილი კი ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან. „ბრალდების მხარე დაეთანხმა ერთ-ერთი ბრალდებულის გათავისუფლებას, ვინაიდან მან სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. რაც შეეხება დანარჩენებს, ისინი არ თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან და გარდა ამისა, სამივე არის წარსულში ნასამართლევი“, - აღნიშნა პროკურორმა. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი ბრალდებულის სახით დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებულები არიან ორგანიზატორები - ყოფილი ფეხბურთელები: ვახტანგ ჯ, ლაშა ჩ. და ნიკა დ., საფეხბურთო კლუბ „ჭიათურას“ ფეხბურთელი ირაკლი ხ, ასევე, საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურიას“ ფეხბურთელები რობერტ ი. და ირაკლი ბ., საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელები ჯონი შ, გიორგი გ, ნიკოლოზ მ, პაატა ღ. და ნოდარ კ.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)