2019-07-15 10:01:33, 1469 ნახვა
რეგიონი
დავით გარეჯში „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები პატრულირებენ
დავით გარეჯში ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები პატრულირებენ.
„ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, დავით გარეჯში ამ დროისთვის მშვიდი ვითარებაა, თუმცა გუშინ ადგილობრივ მოსახლეობასა და აზრებაიჯანელ მესაზღვრეებს შორის ინციდენტს ჰქონდა ადგილი.
ქაცარავას განმარტებით, რამდენიმე დღის წინ აზრებაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრიდან ხატები გამოიტანეს და ქართველ მესაზღვრეებს გადასცეს.
წინააღმდეგობის მიუხედავად, მრევლმა სიწმინდეები კელიებში ისევ დააბრუნა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან