2019-07-13 15:53:44, 2275 ნახვა
რეგიონი
ავტოსაგზაო შემთხვევა გარდაბანში - 1 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნორიოში სატვირთო ამწის დაგორების შედეგად, 7 მანქანა დაიმტვრა, დაღუპა 1 და დაშავა 5 ადამიანი.
არსებული ინფორმაციით, აღართზე მიმავალი სატვირთო ამწე დაგორდა და უკან მიმავალ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, თავის მხრივ, სატვირთო დაეჯახა უკან მდგარ მსუბუქ ავტომობილებს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტარნსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან