|
2019-07-12 14:05:29, 2714 ნახვა
კომენტარი
საფრანგეთის ელჩი: მე არ შემიძლია გადაწყვეტილება გახარიას ნაცვლად მივიღო
საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე მიიჩნევს, რომ 20-21 ივნისის ღამის მოვლენების გამოძიებაში სახალხო დამცველის აპარატი უნდა ჩაერთოს. როგორც მენიემ აღნიშნა, მთავარია რომ გამოძიება კარგად წარიმართოს. "ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მოსახლეობა კმაყოფილი დარჩეს იმით, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება. ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსებმა ვითარება ისე უნდა დაინახონ, როგორც ეს არის და როგორც იყო და ამის მიხედვით მიიღონ გადაწყვეტილება. მე არ შემიძლია ეს გადაწყვეტილება გახარიას ნაცვლად მივიღო", - განაცხადა ელჩმა. კითხვაზე - ინაწილებდნენ თუ არა ელჩები მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას გახარიასთან ერთად, ელჩმა განაცხადა, რომ ის იქ არ ყოფილა. "დიპლომატები აქ დასახმარებლად არიან, განსაკუთრებით დიპლომატები ევროკავშირიდან, იმიტომ რომ მათ საქართველო მოსწონთ და სურთ, რომ ქვეყანა წარმატებული იყოს, ამიტომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს შესაძლებლობებშია, იმისთვის, რომ მოსახლეობის ერთიანობას შევუწყოთ ხელი, რადგან ჩვენ არ ვართ მოხარულები იმის დანახვით, თუ როგორი დანაწევრებულია მოსახლეობა. ჩვენ ასევე ულტრამემარჯვენე ძალების გააქტიურების თვითმხილველები ვხდებით. ვფიქრობ, ყველა ადამიანი ერთმანეთს პატივს უნდა სცემდეს და არ უნდა იყენებდეს სიძულვილის ენას ან შეურაცხმყოფელ რიტორიკას ერთმანეთის მისამართით. ეს ჩვენი სურვილია. ჩვენ არ შეგვიძლია პასუხისმგებლები ვიყოთ ხელისუფლების მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე. თუ ისინი გვეკითხებიან აზრს, ჩვენ ვაფიქსირებთ. პირადად მე ყოველთვის გულწრფელად ვაფიქსირებ აზრს. მაგრამ ამის შემდეგ ის მათი პასუხისმგებლობაა, ისინი არიან არჩეულები, მათ აქვთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ეს მათი ვალდებულებაა მოსახლეობის წინაშე, რომ გააზრებულად იმოქმედონ“, - განაცხადა მენიემ.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)