|
2019-07-11 18:24:41, 2952 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პიტერ სიარტოს შეხვდა. შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ბათუმში 10 – 11 ივლისს მიმდინარეობდა. შეხვედრაზე მხარებმა განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. აღნიშნა, რომ პოტენციალი როგორც ორმხრივი ვაჭრობის, ასევე ეკონომიკის სხვა სექტორების მიმართულებით დიდია და ამ მიმართულებით უფრო აქტიური ნაბიჯები უნდა გადაიდგას. აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობდნენ საქართველოს, უკრაინის, ბელარუსის, მოლდოვას, სომხეთისა და აზერბაიჯანის სამთავრობო დელეგაციები, აგრეთვე ევროკომისიის, ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი თანამდებობის პირები, საინვესტიციო სააგენტოები, ბიზნეს - გაერთიანებები და სხვ. სულ ფორუმში 400-ზე მეტმა პირმა მიიღო მონაწილეობა.
(NS)
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)