|
2019-07-11 16:00:22, 1763 ნახვა
სამართალი
სასამართლომ მიხეილ კალანდია პატიმრობაში დატოვა
ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდია პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა ანა კოტეტიშვილმა განაცხადა, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლითაც მიხეილ კალანდიას ბრალეულობა დასტურდება. „გვქონდა რამდენიმე შუამდგომლობა, მათ შორის ერთ-ერთი იყო აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლომ გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე არ დააკმაყოფილა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევწყვეტთ ბრძოლას. ეს არ არის ძირითადი საქმის მოსამართლე, შესაბამისად, ყოველთვის ცდილობს წინასასამართლო სხდომის მოსამართლე, რომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით არ იმსჯელოს იქიდან გამომდინარე, რომ არსებითი საქმე როდესაც გადაეცემა სასამართლოს, იმ სასამართლომ გადაწყვიტოს მისი ბედი. არსებითი საქმის განხილვის დროს აუცილებლად დადგება გამამართლებელი განაჩენი იმიტომ, რომ ისეთი მოცულობის მტკიცებულებებია საქმეში წარმოდგენილი და იმ რაოდენობის, რომ შეუძლებელია ამ საქმემ თავი დაიმაგროს სასამართლოში“, - განაცხადა კოტეტიშვილმა. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორმა მირიან მეგერიშვილმა განაცხადა, რომ საქმეში არსებობს რისკები, რის გამოც, მიხეილ კალანდია პატიმრობაში უნდა იყოს. „არსებობს ვარაუდის მაღალი ხარისხი იმისა, რომ საქმეზე შესაძლოა დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი, ამიტომ დაინიშნა არსებითი განხილვა. აღკვეთის ღონისძიება სასამართლომ გადასინჯა, მიიჩნია ბრალდების მხარის არგუმენტები გასათვალისწინებლად და გაიზიარა ის მოცემულობა, რომ კვლავ არსებობდა რისკი ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიება დარჩა ძალაში“, - აღნიშნა პროკურორმა. შეგახსენებთ, რომ დავით სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდებით, მიხეილ კალანდია 4 ივნისს დააკავეს.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)