|
2019-07-11 14:05:58, 1609 ნახვა
სამართალი
განრიდებულ და მსჯავრდებულ არასრულწლოვანთა საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარების საზოგადოებაში ინტეგრაციისა და მათი რესოციალიზაციის მიზნით, სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლადო ჯავახიშვილმა, ამავე სამინისტროს სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თათია ხოჭოლავამ და შპს „ბ.დ. არტ“-ის სახვითი ხელოვნების სტუდიის დირექტორმა ბესიკ დუღაშვილმა. მემორანდუმის მიხედვით, ცენტრისა და სააგენტოს ახალგაზრდული ასაკის ბენეფიციარები პიროვნული, კულტურული და ფსიქო-სოციალური განვითარების მიზნით სახვითი ხელოვნების სტუდიის აქტივობებში ჩაერთვებიან. „სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი მნიშვნელოვანია, რადგან ის ორიენტირებულია ერთობლივი ახალგაზრდული საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელებით ახალგაზრდებში აქტიური მოქალაქეობისთვის საჭირო უნარების გამომუშავებაზე. ურთიერთთანამშრომლობით ხელი შეეწყობა ბენეფიციართა ინტელექტუალური, კულტურული, პიროვნული, პროფესიული შესაძლებლობის განვითარებასა და თავისუფალი დროის ორგანიზების უნარების გაუმჯობესებას“, განაცხადა თათია ხოჭოლავამ. მისივე ინფორმაციით, ბესიკ დუღაშვილის სახვითი ხელოვნების სტუდია აქტიურად თანამშრომლობს იუსტიციის სამინისტროსთან. კერძოდ, კი შესაბამისი სასწავლო კურსით უკვე სარგებლობენ #8 პენიტენციური და #11 სარეაბილიტაციო დაწესებულებების არასრულწლოვანი მსჯავრდებულები. „სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში, დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარებს საშუალება ექნებათ, აიმაღლონ ცოდნა სახვითი ხელოვნების მიმართულებით, რათა მზად იყვნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებისა თუ შესაბამისი გამოცდების წარმატებით ჩაბარებისათვის“, განაცხადა ლადო ჯავახიშვილმა. მემორანდუმის ხელმოწერა სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში“ გაიმართა.
(NS)
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)