|
2019-07-11 12:24:12, 1237 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - აღმოსავლეთ პარტნიორობა ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას
„აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმის ჩატარება შესანიშნავი შესაძლებლობაა ჩვენთვის, რათა ერთმანეთს გავუზიაროთ მოსაზრებები, თუ როგორ შევუწყოთ ხელი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საინვესტიციო შესაძლებლობების განვითარებას და ამ მიმართულებით გამოვკვეთოთ ჩვენი მოლოდინები და პრიორიტეტები“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმზე საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის შესახებ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ნათია თურნავამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ფორუმის ორგანიზატორებს - ევროკომისიასა და ევროპული მმართველობის და ეკონომიკის ცენტრს, რომ მათ აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმის ჩატარების ადგილად საქართველო აირჩიეს. მინისტრის განცხადებით, საქართველოს პერსპექტივიდან აღმოსავლეთ პარტნიორობამ მართლაც უზრუნველყო ეფექტური ჩარჩო, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოვებას. „დღეს ჩვენ ასოცირებული პარტნიორი ვართ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით, რომელიც სრულადაა ამოქმედებული. ჩვენ შევუერთდით ენერგეტიკულ თანამეგობრობასა და ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელს და გვაქვს კონკრეტული პოზიტიური შედეგები, რაც მეტ სტიმულს გვმატებს," - განაცხადა ნათია თურნავამ. ფორუმში საქართველოს, უკრაინის, სომხეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, მოლდოვას უმაღლესი თანამდებობის პირები, საინვესტიციო სააგენტოები, მსხვილი ბიზნეს გაერთიანებები, საერთაშორისო კომპანიები, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობენ. აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი მნიშვნელოვანია, როგორც კიდევ ერთი პლატფორმა საქართველოს და სხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით. ამასთან, ის იძლევა აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერების საშუალებას.
(NS)
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)