00:03 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-11 11:25:41, 1274 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: 300 წლის წინ სულხან-საბა ითხოვდა ევროპაში დახმარებას სახელმწიფო სუვერენიტეტისთვის, ისტორია მეორდება

„300 წლის წინ, ქართველმა ელჩმა, სულხან-საბა ორბელიანმა ევროპის კარზე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დახმარება ითხოვა. ისტორია  მეორდება – საქართველო ცდილობს გახდეს ევროკავშირის წევრი და მას დახმარება სჭირდება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბათუმში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს სჭირდება ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა, რათა უსაფრთხოება და სტაბილურობა უზრუნველყოს.

„300 წლის წინ, ქართველმა ელჩმა, სულხან-საბა ორბელიანმა ევროპის კარზე დააკაკუნა, რომელიც ოცნებობდა საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვაზე, მას სურდა, პოლიტიკური და ფინანსური დახმარება ეთხოვა სამშობლოს გადასარჩენად, თუმცა 300 წლის შემდეგ, ეს ისტორია ისევ მეორდება – საქართველო კვლავ ცდილობს გახდეს ევროკავშირის წევრი და მას ისევ დახმარება სჭირდება.

ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა, რათა უზრუნველვყოთ უსაფრთხოება და სტაბილურობა. ჩვენ უნდა ავაშენოთ ძლიერი ეკონომიკა, რათა უზრუნველვყოთ თანამედროვე განათლების სისტემა, დასაქმება და ინფრასტრუქტურა. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი, გავაძლიეროთ ჩვენი ხალხის რწმენა, რომ თავისუფლებისთვის, პროგრესისა და დემოკრატიისთვის ბრძოლას კეთილდღეობა და ცხოვრების შესაბამისი სტანდარტი მოაქვს.

როგორც ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის წარმომადგენელი, მოგმართავთ ხალხის გზავნილით - დემოკრატიის ამ დონეს, მიღწევებსა და უსაფრთხოებას სჭირდება თქვენგან უფრო ძლიერი ეკონომიკური მხარდაჭერა. დემოკრატია ძლიერი ეკონომიკის გარეშე მდგრადი ვერ იქნება. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ რწმენა, რომ მათ ბრძოლას თავისუფლების, პროგრესის და დემოკრატიისთვის, ასევე, მოაქვს კეთილდღეობა და ცხოვრების ღირსეული პირობები", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics