|
2019-07-11 10:29:15, 1490 ნახვა
სამართალი
შსს-მ ლარსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სომხეთის მოქალაქის მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ლარსის მიმდებარე ტერიტორიაზე სომხეთის მოქალაქის მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 9 ივლისს, სტეფანწმინდის საავადმყოფოში, ტრამვით შეყვანილი იქნა სომხეთის მოქალაქე მ.მ, რომელმაც საავადმყოფოში გამოკითხვაზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა, რომ ტრავმა საყოფაცხოვრებო სიტუაციაში, ავტომობილიდან გადმოსვლის დროს წაქცევის შედეგად მიიღო. მან პოლიციელებთან გასაუბრებისას რაიმე სახის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტის არსებობა უარყო. „სომხეთის მოქალაქის მიერ მიცემული ინფორმაციის მიუხედავად, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყაზბეგის რაიონულ სამმართველოში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. ამ ეტაპზე, დგინდება რომ სომხეთის მოქალაქე მ.მ.-ს ჯანმრთელობის დაზიანება სავარაუდოდ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მიაყენეს. დანაშაულის ჩამდენი პირის, ან პირების დადგენის მიზნით ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება“, - ნათქვამიაა განცხადებაში.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)