11:47 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-10 19:43:19, 993 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე: ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან ერთად, რომ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ

„ჩვენ  კომპლექსურად ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან ერთად, რომ იმ გამოწვევებს რაც უკავშირდება  ტურისტულ სეზონს, ღირსეულად ვუპასუხოთ. ექნება მაქსიმალური ხელშეწყობა მცირე და საშუალო საოჯახო სასტუმროებს და  ჩვენ ვაპირებთ, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად ფინანსურად დაეხმაროს მეწარმეებს, როგორც ქობულეთში, ასევე ბათუმში", - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. 

ქობულეთის ბულვარის 1200 მეტრი სიგრძის რეაბილიტირებული და განახლებული სანაპირო  საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ  ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრთან, მაია ცქიტიშვილთან ერთად დაათვალიერეს.

ქვეყნის და რეგიონის პირველი პირები მოსახლეობას და დამსვენებლებს შეხვდნენ და გაესაუბრნენ.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამაღლდეს ტურისტული პოტენციალი ქობულეთში. ძალიან ბევრი საშუალო ზომის სასტუმროს მშენებლობა იგეგმებოდა. და მიუხედავად გამოწვევებისა, მიღებულია ადგილობრივ მეწარმეებზე მაქსიმალური დახმარების გადაწყვეტილება, რათა არცერთი პროექტი, არცერთი ინვესტიცია, თუნდაც მცირე მოცულობის, არ შეჩერდეს.  „ივნისი იყო ძალიან წარმატებული. დაახლოებით 40%-იანი ზრდა გვქონდა ჩვენ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შემდეგ დაიწყო გამოწვევები, თუმცა დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ ამ ყველაფერს გავუმკლავდებით."-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 ქობულეთის ბულვარის განახლებაზე ჯამში 9 მილიონი ლარი დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში მოეწყო ახალი ბულვარი, გაიზარდა კურორტის სანაპირო ზოლი, შემცირდა შტორმის დროს ტალღების ზემოქმედება სანაპიროზე, რაც ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას ტურისტული სეზონისთვის დაცული და მოწესრიგებული სანაპირო ზოლით სარგებლობის საშუალებას აძლევს.

პროექტი ასევე მოიცავს ბულვარის სასეირნო ზოლის მოწესრიგებას,  ველო-ბილიკების მოწყობას, მწვანე ზოლის გაშენებას, განათების სისტემის განახლებას, მრავალფუნქციური სპორტული მოედნის მშენებლობას, საბავშვო ატრაქციონებისა და სპორტული ტრენაჟორების განთავსებას.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics