|
2019-07-10 19:05:54, 1465 ნახვა
კომენტარი
მაჭავარიანი: საუბარი, რომ მეტი გაყიდული ღვინო რუსეთში ან მეტი შემოსული ტურისტი დასავლურ არჩევანზე უარს გვათქმევინებს - სიბეცეა!
ყველა ის საუბარი, რომ მეტი ღვინო გაყიდული რუსეთში ან მეტი შემოსული ტურისტი რუსეთიდან ადრე თუ გვიან უარს გვათქმევინებს ჩვენს დასავლურ არჩევანზე - არის სიბეცე როგორც მინიმუმ, ან არის მავნებლობა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა. „ურთიერთობის დალაგება არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პრეტენზიები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით, რამენაირად შერბილდება. სამწუხაროდ, არც იმას ნიშნავს, რომ რუსები უარს იტყვიან ამ ტერიტორიების აღიარებაზე. მაშინ რას ნიშნავდა ურთიერთობების დალაგების მცდელობა, როცა ამას „ქართული ოცნება" ჰპირდებოდა მოსახლეობას - ეს ნიშნავდა ბიზეს, ეკონომიკური, კულტურული და ადამიანური ურთიერთობების მაქსიმალურად გამიჯვნას პოლიტიკისგან",- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. როგორც მან აღნიშნა, რუსეთთან ურთიერთობების დალაგების მცდელობამ სავაჭრო და კულტურულ ნაწილში, ვერ შეანელა წინსვლა და მისწრაფება დასავლეთთან ურთიერთობის განმტკიცებაში. „მსოფლიოში არის ბევრი მაგალითი, რომ ბევრ სახელმწიფოს შორის, რომლებთაც რბილად რომ ვთქვათ, არც თუ მარტივი პოლიტიკური ურთიერთობებები აქვთ, ვაჭრობა, მიმოსვლა და კულტურული ურთიერთობები გრძელდება. ახლა ცოტა სხვანაირად შევხედოთ ჩვენც ამ საკითხს. რუსეთთან ურთიერთობების დალაგებამ სავაჭრო და კულტურულ ნაწილში შეანელა თუ არა ჩვენი წინსვლა და მისწრაფება დასავლეთთან, პირიქით - გააძლიერა. მე შეგახსენებთ, რომ ამავდროულად, ამ ყველაფრის პარალელურად, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან. პარალელურად, მოხდა ვიზალიბერალიზაცია, ნატოსთან ისეთი ურთიერთობები ჩამოყალიბდა, რომელიც ჯერ არ ახსოვს ნატოსა და საქართველოს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, ეს საკითხი ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მიერ არის წარმოჩენილი ისე, თითქოს ეს არის ურთიერთგამომრიცხავი. „ვიცი, რომ ძნელია... ერთი მხრივ, გვაქვს სერიოზული პრეტენზიები რუსეთთან, მეორე მხრივ, ხდება რაღაცა ტიპის ურთიერთობების გაღრმავება... პოლიტიკაში ასეთი რამეები შეიძლება შეთანხმდეს და თუ პასუხიმგებლობით მოვეკიდებით ამ საკითხს, ის ათიათასობით ადამიანი, რომელიც არის დასაქმებული დღეს ტურიზმის სექტორში, მათზე უნდა ვიფიქროთ. განვთავისუფლდეთ ამ კომპლექსისგან. სირცხვილის განცადა იმიტომ, რომ ცოტათი მეტი ბოთლი ღვინო გაიყიდა რუსეთში ან თავის მართლების პოზაში დგომა, არის სიბეცე" - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
(NS)
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)