07:25 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-10 13:01:24, 1389 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე Uzbekistan Airways-ი შემოდის

საქართველოს მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას უზბეკეთის რესპუბლიკის ავიაკომპანია „Uzbekistan Airways" იწყებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე ფრენები 2019 წლის 16 ივლისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს განხორციელდება. რეგულარული რეისები Airbus A320, Boeing B757, B767 და B787 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 8 ივლისს მიენიჭა.

 „Uzbekistan Airways"-ი 1992 წელს დაფუძნდა. ავიაკომპანია დღეისათვის ორმოცზე მეტი მიმართულებით ოპერირებს, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, აშშ-ში, ინდოეთსა და იაპონიაში.

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics