|
2015-07-04 18:02:09, 519 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციას უმასპინძლა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა კონგრესმენებს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ორმხრივ ურთიერთობაზე ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მნიშვნელოვანია ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება და გაღრმავება. საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებაზე გაამახვილა და საქართველო-აშშ-ის შორის თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით მუშაობის დაწყების მნიშვნელობაზე ისაუბრა. თავის მხრივ კონგრესმენებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განვითარების ხელშეწყობა. საუბარი რეგიონში შექმნილ ვითარებასაც შეეხო. საქართველოს პრეზიდენტმა კონგრესმენებს მადლობა გადაუხადა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში თანადგომისთვის. ხაზგასმით აღინიშნა რუსეთის ფედერაციასა და სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული ე.წ „ხელშეკრულებების“ დაუშვებლობა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოსა და ამერიკას შორის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ანტიტერორისტული საქმიანობის მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელება იყო. მხარეებმა ყურადღება ნატო-ს მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზეც გაამახვილეს. როგორც კონგრესმენებმა აღნიშნეს, ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს საერთაშორისო მისიებში. საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ აშშ-ის კონგრესმენების დელეგაციას რესპუბლიკელი კონგრესმენი პიტერ როსკემი ხელმძღვანელობს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)