|
2019-07-09 13:41:57, 1386 ნახვა
ეკონომიკა
„გალტ & თაგარტმა“ თბილისის მერიასთან პარტნიორობით ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის სემინარი გამართა
„გალტ & თაგარტმა“ თბილისის მერიასთან პარტნიორობითა და ტურიზმის მხარდაჭერის მიზნით მცირე და საშუალო განთავსების ობიექტებისთვის სემინარი გამართა. სემინარი შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა: ტურიზმის და სასტუმროების, მათ შორის მცირე და საშუალო განთავსების ობიექტების მიმოხილვა, ფასების დინამიკა, კონკურენცია, ტურისტული ელექტრონული პლატფორმები, ასევე, სასტუმროების პოზიციონირება, კრიზისების მართვა, საბანკო პროდუქტებისა და დაფინანსების ხელმისაწვდომობა. „გალტ & თაგარტი წლების განმავლობაში აქტიურად ფარავს საქართველოს ტურიზმის სექტორს და მუდმივად აწვდის ბაზარს უახლეს ინფორმაციას ტურიზმში მიმდინარე ტენცენციებსა და მოლოდინებზე. გალტ & თაგარტის კვლევებს და პროგნოზებს ფართო გამოყენება აქვს როგორც საქართველოში, ისე უცხოელ ინვესტორებში. ამჯერად, თბილისის მერიის მხარდაჭერით გალტ & თაგარტმა ტურიზმის სფეროში დასაქმებულ მცირე და საშუალო კომპანიებს წარუდგინა პრეზენტაცია სექტორში არსებულ მდგომარეობასა და მოლოდინებზე რუსეთის სანქციებიდან გამომდინარე. პრეზენტაცია ასევე მოიცავდა შესადარისი ქვეყნების მაგალითებს და შედარებით პატარა სასტუმროების განვითარების დინამიკას“,- განაცხადა გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ. „ქალაქ თბილისის მერიის ერთ-ერთი მიზანია, რომ ტურისტების ზრდასთან ერთად, გაუმჯობესდეს მათი მომსახურების ხარისხი. სწორად ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ დღეს ჩაგვეტარებინა სემინარი ამ დარგში მომუშავე კომპანიებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. მათთან ერთად განვიხილავთ თუ რა გამოწვევები არის დღეს ბაზარზე და როგორ შეიძლება ე.წ კრიზისულ პერიოდებში დავძლიოთ ეს გამოწვევები“, - აღნიშნა დედაქალაქის მერის მოადგილემ, სოფიო ხუნწარიამ. მცირე და საშუალო განთავსების ობიექტებისთვის გამართულ სემინარზე საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა დამსწრე აუდიტორიას მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია თუ როგორ უნდა გამოიყენონ ბიზნესებმა თანამედროვე ციფრული მარკეტინგული არხები ტურისტების მოსაზიდად და რა ფინანსური შესაძლებლობები და პროდუქტებია ხელმისაწვდომი სექტორის მოთამაშეებისთვის.
(R)
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)