|
2019-07-08 21:15:54, 1542 ნახვა
ეკონომიკა
მთავრობა მცირე სასტუმროებისთვის საბანკო სესხების პროცენტების თანადაფინანსებას უზრუნველყოფს
მთავრობა მცირე სასტუმროებისთვის საბანკო სესხების პროცენტების თანადაფინანსებას უზრუნველყოფს, ხოლო ახლების მშენებლობის გარანტად სახელმწიფო დადგება, - აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს დღევანდელ შეხვედრაზე გააცნო. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია, სადაც მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილია დასაქმებული და ხელისუფლების ამოცანაა, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების ეკონომიკური ინტერესები. სწორედ ამ მიზნით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, მცირე სასტუმროებისთვის სესხების პროცენტის თანადაფინანსება განხორციელდება, ხოლო საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ფარგლებში პრიორიტეტი მიენიჭება ტურიზმის ინდუსტრიას და სასტუმრო ბიზნესს, რათა განვითარებისა და გაფართოების ახალი პროექტები არ გაჩერდეს. ბიზნესის წარმომადგენლებთან საუბრისას განხილული იყო სხვა კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმასაც ხელისუფლება გეგმავს, რათა ტურიზმის ბიზნესისთვის შესაძლო ზიანი მინიმუმამდე შემცირდეს. მათ შორისაა აგრესიული მარკეტინგული კამპანია ქვეყნის უსაფრთხო იმიჯის განმტკიცებისა და ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის კიდევ უფრო გაზრდისთვის. ამავდროულად, გაკეთდება ყველაფერი ტრადიციული ბაზრების შესანარჩუნებლად. პრემიერმა და ბიზნესასოციაციის წევრებმა ბიზნესისთვის საინტერესო სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც განიხილეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მასში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი მონაწილეობდნენ.
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)