|
2019-07-07 16:13:49, 2160 ნახვა
ეკონომიკა
რუსული ტურისტული ემბარგოს გამო, ეკონომიკას 2019 წელს 2 მილიარდ ლარამდე შემოსავალი დააკლდება
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შეფასებით, რუსული ტურისტული ემბარგოს გამო, საქართველოს ეკონომიკას 2019 წელს 2 მილიარდ ლარამდე შემოსავალი დააკლდება. მარიამ ქვრივიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სანქციების გამო მიმდინარე წლის ბოლომდე ქვეყანაში ვეღარ შემოვა 1 მილიონი რუსი ტურისტი. "„2019 წლის ბოლომდე, ჩვენ გვქონდა გათვლა, რომ საქართველოში შემოვიდოდა მილიონ 700 ათასი რუსეთის მოქალაქე ტურისტული მიზნით. 2019 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, უკვე შემოვიდა 700 ათასამდე რუსეთის მოქალაქე, შესაბამისად, დღეს ჩვენ გვაქვს გამოწვევა, მილიონ ტურისტზეა საუბარი, რომელიც ეკონომიკურად გადაითარგმნება როგორც ორი მილიარდი ლარის დანაკლისი. პროპაგანდა, რომელიც ხაზს უსვამს იმ მიმართულებას, რომ საქართველო ვითომ არ არის უსაფრთხო მიმართულება და შესაბამისად, მიმდინარეობს აღნიშნული მიმართულებით, ადგილობრივად ძალიან მასშტაბური პროპაგანდა, ჩვენი ძირითადი უმნიშვნელოვანესი ამომავალი წერტილი არის ის, რომ ერთობლივად, მთელს მსოფლიოს დავანახოთ, რომ საქართველო იყო, არის და იქნება უსაფრთხო მიმართულება. - აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის ღამით დაბომბვიდან დღის განმავლობაში მუდმივ თავდასხმებზე გადაინაცვლა
რუსეთის ძალებმა დონეცკის რეგიონში, სლავიანსკზე FAB-500 ტიპის საჰაერო დარტყმა განახორციელეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)