|
2019-07-06 18:05:19, 2032 ნახვა
სამართალი
გია ბარამიძე სასამართლოში ჩვენებას აძლევს
თბილისის საქალაქო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრის გია ბარამიძის გამოკითხვა მიმდინარეობს. ბარამიძე ჩვენებას ამბოხებისა და ხელისუფლების დამხობის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში აძლევს. მისი გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ხორციელდება. გიორგი ბარამიძე სასამართლოში ადვოკატის გარეშე, თანაგუნდელებთან ერთად მივიდა. შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ გამოკითხვაზე გია ბარამიძის გარდა, „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა და „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილიც დაიბარა. როგორც ცნობილია, გიგი უგულავას მაგისტრი მოსამართლე დაკითხავს. რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს, იგი საფრანგეთში იმყოფება და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოძიებას ჩვენებას დისტანციურად მისცემს.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)