|
2019-07-06 13:46:51, 1403 ნახვა
რეგიონი
ბათუმში, ტუბერკულოზის თემაზე მედია სემინარი მიმდინარეობს
სასტუმრო „ჰილტონში“ ტუბერკულოზის თემაზე მედია სემინარი მიმდინარეობს. სემინარს აჭარის მედია საშუალებების წარმომადგენლები ესწრებიან. შეხვედრა ჯანმრთელობის კვლევის კავშირისა და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით იმართება. სემინარის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გახსნა. ჟურნალისტებს მიესალმა აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ნიჟარაძე. სემინარზე მოხსენება წარადგინა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოში უკანასკნელ წლებში ტუბერკულოზის გავრცელების კლების ტენდენცია აღინიშნება. „მიუხედავად ამისა, საქართველოს მაჩვენებელი ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად აღემატება ევროპის რეგიონის და ევროკავშირის ქვეყნების შესაბამის მონაცემებს. 2017 წელს, საქართველოში, ყველა ფორმის ტუბერკულოზის 2927 შემთხვევა დარეგისტრირდა, მათ შორის 2131 ახალი შემთხვევაა. ჯერ კიდევ სერიოზულ პრობლემად რჩება რეზისტენტული, მათ შორის ექსტენსიურად რეზისტენტული ტუბერკულოზი, რომლის პროცენტული წილი ტუბერკულოზის საერთო შემთხვევებში მაღალია და აღემატება ევროპის მაჩვენებლებს. 2018 წლის სექტემბერში ნიუ-იორკში ჩატარდა გაეროს ტუბერკულოზისადმი მიძღვნილი ასამბლეა, რომელსაც ესწრებოდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის საქართველოდან. ასამბლეაზე მიიღეს დეკლარაცია, რომლის თანახმადაც 2030 წლისთვის უნდა მოხდეს ტუბერკულოზის ელიმინაცია მსოფლიოში, რისთვისაც უნდა მოხდეს ამ დაავადებასთან ბრძოლისთვის სხვადასხვა სტრუქტურების კონსოლიდირებული ძალისხმევა, რათა მნიშვნელოვნად შემცირდეს ტუბერკულოზით ინფიცირების შემთხვევები. ამ პროცესში დიდია მედიის როლი, რომლის ჩართულობა ტუბერკულოზის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდაში ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და მხარდაჭერით, გლობალური ფონდის თანადაფინანსებით, აჭარის რეგიონი შეუერთდა ,,ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივას“. პროექტი მიზნად ისახავს ტუბერკულოზის, აივ ინფექცია/შიდსის და C ჰეპატიტის ინტეგრირებულ სკრინინგს და ტუბერკულოზის გამოსავლების გაუმჯობესებას აჭარის რეგიონში. 2018 წლის 24 მარტს გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმის მიხედვით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ჩართვის გზით, აიღო ვალდებულება ურთიერთშეთანხმებული აქტივობების თანადაფინანსებისა. დონორი ორგანიზაციის დაფინანსებით უკვე განხორციელდა პირველადი ჯანდაცვის პროვაიდერთა და ტუბსამსახურების თანამშრომელთა ტრენინგი ტუბერკულოზის გამოვლენასა და მართვაში, მიმდინარეობს ცნობიერების ამაღლების კამპანია, მონიტორინგი და ზედამხედველობა, დამყოლობის ხელშეწყობა ვიდეოს მეთვალყურეობით მკურნალობის (VOT) წარმატებული პრაქტიკის დანერგვით. გადმოგვეცა 3 ერთეული ტრანსპორტი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი პროექტის ფარგლებში აქტივობებს სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ფტიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციის მიერ გათვალისწინებული პროტოკოლით ახორციელებს, რაც ითვალისწინებს რეგიონის მოსახლეობაში: ▶ ტუბერკულოზის ▶ cჰეპატიტის ▶ აივ/შიდსის ინტეგრირებული სკრინინგს აჭარის რეგიონში სხვა რეგიონებისაგან განსხვავებით, ფიქსირდება აღნიშნულ დაავადებათა გავრცელების მაღალი დონე, რასაც ხელს უწყობს ინტენსიური მიგრაციული პროცესები. ამასთან, ტურიზმის განვითარებით დაინტერესებულ რეგიონს აქვს მიზანი და ამბიცია იყოს გადამდები დაავადებებისაგან თავისუფალი, რისთვისაც რეგიონის მთავრობა აქტიურად შეუერთდა აჭარის ტუბერკულოზისაგან თავუსფალ ,,კუნძულად“ გადაქცევის ინიციატივას. პროექტის ფარგლებში 2018 წლის 1 აგვისტოს შემდეგ გამოკვლეულია 7077 პირი, პირველადი სკრინინგით დადებითი გამოვლინდა C-ჰეპატიტზე 124, აივ-ზე დასკრინული 6588 -დან 3 დადებითი, ხოლო 7077 პირიდან 735 შემთხვევაში განხორციელდა რეფერალი ფტიზიატრთან. ტუბერკულოზი დადასტურდა 1 შემთხვევაში. შემთხვევის მენეჯერის მიერ მეთვალყურობა გაეწია მკურნალობაში ჩართულ 305 პაციენტს. მკურნალობა დაასრულა 146 პაციენტმა“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
(NS)
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)