|
2019-07-05 18:10:41, 2027 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში სელიმ ჩაკირს შეხვდა, რომელმაც ამ პოსტზე ფრანსუა პეშო შეცვალა. შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მიმდინარე პროგრამა საქართველოში, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები და მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი რეფორმები. აღინიშნა, რომ პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგს ეფუძნება და მხარს უჭერს ქვეყანას დასახული სტრატეგიული მიზნების მიღწევაში. შეხვედრაზე სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ ფონდთან შეთანხმებული პროგრამის მიმდინარეობა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები შეთანხმებულ პარამეტრებში დარჩება. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ პარტნიორული ურთიერთობა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის გაგრძელდება. შეხვედრას დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის ღამით დაბომბვიდან დღის განმავლობაში მუდმივ თავდასხმებზე გადაინაცვლა
რუსეთის ძალებმა დონეცკის რეგიონში, სლავიანსკზე FAB-500 ტიპის საჰაერო დარტყმა განახორციელეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)