|
2015-07-04 09:29:31, 981 ნახვა
სამხედრო
საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზაფხულის კურსი დასრულდა
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში საბაზისო სამთო მომზადების ზაფხულის კურსი დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების დახურვის ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და პოლკოვნიკი გიორგი კბილცეცხლაშვილი, ასევე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ლევან ბერია და ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი მაქსიმილიან ედერი დაესწრნენ. მათ სამხედრო მოსამსახურეებს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს და სამკერდე ნიშნები და სერტიფიკატები გადასცეს. ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის (PFP) პროგრამის ფარგლებში, საბაზისო სამთო მომზადების ზაფხულის კურსში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 16 სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა. სამი კვირის განმავლობაში ქართველმა, ბრიტანელმა, ამერიკელმა, სომეხმა, მოლდოველმა და უკრაინელმა სამხედროებმა მთაში გადაადგილების ხერხები, მდინარის, კლდოვანი და მთიანი ადგილების გადალახვა, სიმაღლიდან და კლდიდან დაშვება, ასევე დაბრკოლებათა ზოლის მოწყობისა და გადალახვის ხერხები შეისწავლეს. საწყის ეტაპზე კურსის მონაწილეებს ამოცანების შესრულებაში საჩხერის სამთო მომზადების ინსტრუქტორები ეხმარებოდნენ. სწავლების დასრულების შემდეგ მსმენელებმა სპეციალური ტესტი ჩააბარეს.
CNN-ის ცნობით, ტრამპი და ნეთანიაჰუ ირანთან მომავალ ომზე ვერ თანხმდებიან
პენტაგონმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთისთვის Starlink-ის დაბლოკვის შემდეგ თავისი ტერიტორიები დაუბრუნა
აშშ-მ უკრაინისთვის Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის აღჭურვილობისა და მომსახურების მიყიდვა დაამტკიცა
ტრამპი რუსეთის საზღვარზე დამატებით 5000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნის
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)