20:00 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-03 16:27:25, 1372 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე: იმიტომ ებღაუჭებიან გახარიას, რომ მეორე გახარიობა და პაიკობა არავის უნდა

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე რამდენიმე მიზეზს ასახელებს, რის გამოც მისი აზრით, ხელისუფლებას შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა არ სურს.

დეპუტატის თქმით, ერთ-ერთი ასეთი მიზეზი ისაა, რომ ხელისუფლება გახარიას  შემცვლელს ვერ პოულობს.

„ასე კბილებით ჩაბღაუჭება გახარიას გადასარჩენად იმიტომ მიდის, რომ პირველი: -  პოლიტიკური პასუხისმგებლობის შემდეგ, აუცილებლად დადგება  სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი  არა მარტო გახარიასი, არამედ ყველასი, ვინც იმ დღეს მონაწილეობდა და ბუნებრივია, ეს იქნებოდა დანაშაულის პირველი აღიარება;  მეორე: -  როგორც ჩანს, ივანიშვილისთვის ძალიან ძნელია მეორე გახარიას მოძებნა.  როდესაც გემი იძირება, არავინ ცოცხალი თავით იქ ასვლას არ გადაწყვეტს და მეორე გახარიობას  ვერავინ ვერ აიღებს საკუთარ თავზე. მითუმეტეს,  მათ დაინახეს რა ბედი ეწევა ადამიანს, რომელიც ივანიშვილის ხელში  პაიკია და დღეს პაიკობა არავის უნდა.  ბუნებრივია, რომ ივანიშვილი არის საგონებელში.  მეორეს მხრივ, პირდაპირ რუსული კვალი იკვეთება, რომ გახარიას გადაყენება  კიდევ ერთი გამაღიზიანებელი ფაქტორი იქნება რუსეთისათვის, რომელიც დღეს უკვე საქართველოს მთავრობას ბოდიშის მოხდას ავალებს. ფაქტია, რომ რუსეთის მხრიდან არის უკმაყოფილება ივანიშვილის მიმართ, რომელმაც  არ გაუმართლა ამ დღეებში იმედები და ფაქტობრივად, სჯიან ივანიშვილს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics