08:54 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-03 16:23:42, 1248 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - დარჩებიან თუ არა კაკულია და ჯაში კომიტეტის თავმჯდომარეებად, ამაზე გუნდი იმსჯელებს

დარჩებიან თუ არა რომან კაკულია და მარიამ ჯაში კომიტეტის თავმჯდომარეებად, ამაზე გუნდი იმსჯელებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, მიღებული გადაწყვეტილება მალე გახდება ცნობილი.

„მათი გადასაწყვეტი არ არის, პრინციპში, ეს გუნდმა უნდა იმსჯელოს ამ საკითხებთან მიმართებაში. არ შეიძლება ესეთი საკითხები უყურადღებოდ რჩებოდეს, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ოთარ დანელიამ და ნუკრი ქანთარიამ განცხადებები გააკეთეს და ამ ჩათმა გაჟონა და მოვიდა იქამდე, რომ მერე ბოლოს თქვენთან დაბრუნდა და კითხვად იქცა ჩემს მიმართ. ასე, რომ აქ უფრო სერიოზულად არის საკითხი. მე მაქვს გარკვეული პრეტენზიები ამ ადამიანების მიმართ, მაგრამ რეალურად, როდესაც საკითხია, გაცილებით უფრო სერიოზული განხილვა და ყურადღება სჭირდება, ვიდრე რაღაცა ჩათიდან გამოტანილ ამბავზე კომენტარების კეთება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონიმიკური პოლიტიკის თავმჯდომარე რომან კაკულიამ და  განათლების კომიტეტების თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ“ ნიკა მელიასთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნას მხარი არ დაუჭირეს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics