|
2019-07-03 14:25:35, 1516 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციური პარტიები პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ
ოპოზიციური პარტიები პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს მიმართავენ. ოპოზიცია საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში შემავალი პარტიების რაოდენობის გაზრდას ითხოვს და აღნიშნავს, რომ ამის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც მმართველმა პარტიამ მომდევნო საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების მზაობა გამოთქვა. „ამა წლის 13 ივნისს, საქართველოს პარლამენტის იმდროინდელი თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ჩატარდა საარჩევნო კანონდმებლობის რეფორმირების საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა. აღნიშნულ შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფის პარტიული მონაწილეები განისაზღვრა მმართველი გუნდის მიერ იმ გათვლით, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ მოწვეულ პარტიებს გააჩნდათ “ბარიერის გადალახვის თეორიული შანსიც კი”. აღნიშნული პარტიები, როგორც თქვენთვის ცნობილია, მოიცავს საპარლამენტო (ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, პატრიოტთა ალიანსი), ისევე როგორც არასაპარლამენტო პარტიებს (ლეიბორისტული პარტია, დემოკრატიული მოძრაობა - გაერთიანებული საქართველო, თავისუფალი საქართველო, ლეიბორისტული პარტია). მივიჩნევთ, რომ ხელისუფლების მიერ პროპორციული საპარლამენტო არჩევნების 2020 წელს დაანონსება უბარიერო/ბუნებრივი ბარიერის პირობებში აუცილებელს ხდის მონაწილე პარტიათა ჩამონათვალის გადახედვას, სწორედ იმ ლოგიკიდან გამომდინარე, რისი არტიკულაციაც მოახდინა ზემოხსენებულ შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ. იმის გათვალისწინებით, რომ მმართველმა პარტიამ პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა და ფორმალური პრეზენტაციის სახით წარადგინა საკანონდმებლო ინიციატივა, რომელიც მოიცავს ბუნებრივ ბარიერს და ამით დააფიქსირა საკუთარი მოლოდინი, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული წესით ბუნებრივი ბარიერის პირობებში, არსებითად იზრდება იმ პარტიათა ჩამონათვალი, რომლებიც უნდა შევიდეს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში. შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ, აუცილებელია, მოხდეს აღნიშნული სამუშაო ჯგუფის მონაწილეთა გაფართოვება რათა უზრუნველყოფილ იქნას ჯგუფის ინკლუზიურობა მომდევნო შეხვედრამდე (8-10 ივლისი). ველით თქვენს გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით უმოკლეს ვადაში“, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: ახალი მემარჯვენეები; ახალი საქართველო; ახალი ქრისტიან-დემოკრატიული პარტია; ევროპელი დემოკრატები; ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის; ემსახურე საქართველოს; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; ეროვნულ-დემოკრატიული პარტია; თავისუფალი დემოკრატები; კანონი და სამართალი; რესპუბლიკური პარტია; სამოქალაქო ალიანსი; სახელმწიფო ხალხისთვის; ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა; ქრისტიან-კონსერვატიული პარტია.
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)